Продажа новостроек от застройщика. Готовые новостройки продажа квартир от застройщика. Продажа новостроек в подмосковье. Продажа загородной недвижимости. Большой рынок загородной недвижимости. Обзор загородной недвижимости. Укладка линолеума на пол. Быстрая укладка линолеума своими руками. Цена укладка линолеума. Ремонт клавиатуры ноутбука. Быстрый ремонт клавиатуры своими руками. Сколько стоит ремонт клавиатуры. Потребительский кредит проценты. Кредит потребительский где взять. Потребительский кредит низкая процентная ставка. World of warcraft скачать торрент. Популярная игра world of warcraft. World of warcraft бесплатно. Журнал моделист конструктор. Журнал моделист конструктор онлайн. Моделист конструктор читать онлайн. Купить квартиру на первом этаже. Хороша ли квартира на первом этаже. Минусы квартиры на первом этаже.
ჟურნალი "NAEC.GE" N10

სიახლეების გამოწერა

სიახლეები
ანოტაციები

1. როგორ ვასწავლოთ კითხვა. ქრესტომათია

დაწყებითი კლასების პედაგოგებისათვის

აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს ქრესტომათიას, რომელშიც შესულია კითხვის სწავლების თეორიებისა და პრაქტიკის შესახებ შექმნილი თანამედროვე ლიტერატურის თარგმანები. ასევე მასში შეტანილია დაწყებით კლასებში წაკითხულის გააზრების სწავლებისათვის საჭირო მასალები. საქართველოში ეს არის პირველი დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი კლასების მოქმედი და მომავალი პედაგოგებისათვის. ამ წიგნში ისინი იპოვიან სასარგებლო რჩევებს, პრაქტიკულ მასალებსა და თანამედროვე კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს კითხვის სწავლების ხელშესაწყობად. გარდა ამისა, წიგნი შეუცვლელი სახელმძღვანელოა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადების პროცესში და იმ უმაღლესი სასწავლებლებისათვის, რომლებიც მომავალ პედაგოგებს ამზადებენ.



2. წიგნიერება. PIRLS - 2006 საქართველოში

აღნიშნულ გამოცემაში წარმოდგენილია 2006 წელს ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა 9-10 წლის მოსწავლეთა კითხვის უნარის შეფასებას. წიგნში მოცემულია როგორც საერთაშორისო კვლევაში გამოყენებული ტესტური დავალებები, ასევე კითხვის სწავლებასა და კითხვის უნარის განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები პედაგოგებისათვის.

3.  მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა  (TIMSS 2007) - მათემატიკა

წიგნში წარმოდგენილია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის შედეგები. მასში მოცემულია საერთაშორისო კვლევაში გამოყენებული მათემატიკის ტესტური დავალებები  მათემატიკაში (მეოთხე კლასი, მერვე კლასი) და მათემატიკის პედგოგებისათვის საინტერესო ბევრი სხვა ინფორმაცია.



4. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა  (TIMSS 2007) - საბუნებისმეტყველო საგნები

წიგნში წარმოდგენილია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის შედეგები. მასში მოცემულია საერთაშორისო კვლევაში გამოყენებული ტესტური დავალებები  საბუნებისმეტყველო საგნებში (მეოთხე კლასი, მერვე კლასი) და ამ საგნების პედაგოგებისათვის (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მეცნიერება სიცოცხლის შესახებ) საინტერესო ბევრ ინფორმაციას.



5. როგორ მოვემზადოთ  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის - პროფესიული უნარები

დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს ტესტურ დავალებათა ნიმუშებს პროფესიულ უნარებში და რეკომენდაციებს პედაგოგებისათვის, რომლებიც აბარებენ პროფესიული უნარების გამოცდას.


6.  ეფექტიანი სწავლება: თეორია და პრაქტიკა

სახელმძღვანელო განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისა და განათლების საკითხებით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისათვის. წიგნში განხილულია ეფექტიანი სწავლების სტრატეგიები და მეთოდები, მოცემულია კვლევაზე დამყარებული პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სახელმძღვანელოს სტრუქტურა მიჰყვება მასწავლებლის  პროფესიულ სტანდარტს, რაც საშუალებას მისცემს მასწავლებლებს სახელმძღვანელოს დახმარებით საფუძვლიანად მოემზადონ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის.       


7. ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას (კრებული I და II)

კრებულებში შეტანილია ტესტური მასალები კითხვის უნარის განსავითარებლად. ეს მასალა წარმოადგენს ე. წ. სტანდარტიზებული ტესტის ნიმუშებს - მისი ყოველი დავალების სირთულე დადგენილია 2003 წელს საქართველოში ჩატარებული ეროვნული შეფასებისას. ამ ტესტების საშუალებით პედაგოგს შეუძლია, შეამოწმოს და განავითაროს მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების უნარი;  დაადგინოს, რამდენად იგებს და იაზრებს 9-11 წლის ასაკში მოსწავლე სხვადასვა ტიპის ტექსტებიდან მიღებულ ინფორმაციას. 


8. როგორ ვიცით მათემატიკა

კრებულებში შეტანილია ტესტური მასალები. ეს მასალა წარმოადგენს ე. წ. სტანდარტიზებული ტესტის ნიმუშებს _ მისი ყოველი დავალების სირთულე დადგენილია 2004 წელს საქართველოში ჩატარებული ეროვნული შეფასებისას. ამ ტესტების საშუალებით პედაგოგს შეუძლია, შეამოწმოს და განავითაროს მოსწავლეთა მათემატიკური უნარები.

30 /09/ 2010
X