Новая немецкая медицина. Советы от немецкая медицина. Клиника немецкой семейной медицины. Почему в израиле хорошая медицина. Главные новости медицины израиля. Медицина в израиле отзывы. Аденома простаты лечение. Быстрое народное лечение аденомы простаты. Аденома простаты и простатит. Легкий способ перестать курить. Как перестать курить уже сегодня. Как перестать хотеть курить. Уход за кожей лица. Качественный уход за кожей летом. Домашний уход за кожей. Боли на ранних сроках беременности. Быстрое лечение на ранних сроках беременности. Ощущения на ранних сроках беременности. Воспаленные гланды лечение. Чем лечить воспаленные гланды дома. Воспаленные гланды симптомы. Прыщи на лице как избавиться. Как навсегда избавиться от прыщей с лица. Прыщи на подбородке как избавиться.



სიახლეების გამოწერა

ინტერვიუ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელთან


სოფო დოლიძე: „დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გამოცდის ტესტის ფორმატი კომპლექსურია“

 

2011 წელს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის გამოცდა პირველად ტარდება. ტესტის სტრუქტურისa და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების პროფესიული სტანდარტის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ქ–ნ სოფო დოლიძე მოგვითხრობს.

–        დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის გამოცდა წელს პირველად ტარდება. როგორ განისაზღვრა ტესტის ფორმატი და როგორ ჩატარდება ეს გამოცდა?

–        პროფესიული სტანდარტი დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის წელს დამტკიცდა. ეს სტანდარტი რამდენიმე საგანს მოიცავს, კერძოდ: ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას. ეს ის ძირითადი საგნებია, რომლებსაც პედაგოგები დაწყებით კლასებში ასწავლიან. წელს გამოცდა იმ მასწავლებლებისთვის მზადდება, რომლებიც I-IVკლასებში სამივე საგანს ასწავლიან. მომავალში კი მათთვის, ვინც მხოლოდ ქართულს, მათემატიკას ან ბუნებას ასწავლის I-VI კლასებში, საგნობრივი გამოცდები იგეგმება. წლევანდელი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გამოცდის ტესტის ფორმატი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან პედაგოგთა ცოდნა და სწავლების უნარი სამივე საგანში უნდა შეფასდეს. ტესტის სტრუქტურა  სტანდარტის სტრუქტურაზეა აწყობილი. კერძოდ, ტესტი ორი ცენტრალური ნაწილისგან შედგება: მთავარი, რომელიც ტესტის 80 %–ს მოიცავს, პროფესიული ცოდნა და მეთოდიკაა. მასში როგორც ქართული ენის, ისე ლიტერატურის დავალებებია შესული. კერძოდ, ენობრივი ნაწილი  სწავლების მეთოდიკას განსაზღვრავს. რაც შეეხება ლიტერატურულ ნაწილს, მასში მხოლოდ საბავშვო ლიტერატურა იქნება მოცემული, რომლის სწავლებაც ხშირ შემთხვევაში პედაგოგებს ამ ასაკის მოსწავლეებისთვის უწევთ; მათემტიკის დავალებებიც ორიენტირებულია ცოდნასა და მეთოდიკაზე; ბუნებისმეტყველების ტესტიც ამავე პრინციპს ეფუძნება. ჩვენი პედაგოგებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კითხვისა და წერის სწავლების ნაწილი იქნება. იგი მხოლოდ 15 ქულას მოიცავს, თუმცა მომავალში მისი წილი შესაძლებელია გაიზარდოს. ტესტის ამ ნაწილით მოწმდება პედაგოგის წერისა და კითხვის სწავლების უნარი, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის. დაწყებით კლასებში მთავარია მასწავლებელმა ახალი მასალა, ინფორმაცია და ცოდნა მოსწავლეებს სწორად მიაწოდოს, რათა მომავალში მათ არ შეექმნათ პრობლემები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა ტესტის მეორე ნაწილი, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი აკადემიური უნარების ნაწილია; ის წაკითხული ტექსტის  გააზრებასა და ანალიტიკურ წერას მოიცავს. მნიშვნელოვანია პედაგოგის ამ ორი საბაზისო უნარის შემოწმებაც. მასწავლებლისთვის ახალი ინფორმაციის აღქმა, გააზრება და გაგება წერის უნართან ერთად ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია, რათა დადასტურდეს მათი კომპეტენტურობა ამ საკითხში. ეს ნაწილი 20 ქულას მოიცავს, აქედან 7 ქულით – წაკითხულის გააზრება, ხოლო 13 ქულით – ანალიტიკური წერა ფასდება. იმისათვის, რომ პედაგოგმა გამოცდა წარმატებით გაიაროს, მან აუცილებლად მთლიანი ტესტის 60 % –ზე მეტი უნდა დააგროვოს. ტესტი 100 ქულიანია, ე.ი. პედაგოგის ნაშრომი მინიმუმ 61 ქულით მაინც უნდა შეფასდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბარიერი გადალახულია, რადგან დამატებითი პირობაც არსებობს: მასწავლებელმა თითოეულ ნაწილში, ანუ პროფესიულ ცოდნასა და მეთოდიკაში და აკადემიურ უნარებში 40 %–ზე მეტი უნდა დააგროვოს, რაც შესაბამისად, 80 და 20 ქულის 40 %–ზე მეტს უდრის. ეს არის მინიმალური მოთხოვნა, რაც პედაგოგმა უნდა შეასრულოს, რათა მას ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს.

–        დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს რა რჩევებს მისცემდით, რას მიაქციონ ყურადღება, რითი იხელმძღვანელონ?

უპირველეს ყოვლისა, პედაგოგებს ვურჩევდი, გაეცნონ ჩვენ  მიერ გამოქვეყნებულ კრებულს „დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის – ზოგადი უნარები “, სადაც მოცემულია ყველა ტიპის დავალება, ასევე სხვადასხვა ქულით შეფასებული პედაგოგთა ნამუშევრები. ვფიქრობთ, მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება, თუ რომელი ნაშრომი იმსახურებს ან არ იმსახურებს ამა თუ იმ ქულას. გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფმა ასევე მოამზადა რამდენიმე გამოცემა, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პედაგოგებისთვის. კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ კრებული „როგორ ვასწავლოთ კითხვა“ – ეს ერთგვარი ქრესტომათიაა. მასში კითხვის სწავლების სტრატეგიების თანამედროვე სამყაროში არსებული დიდი მასალაა თავმოყრილი. კრებული კითხვის სწავლებასთან დაკავშირებულ ახალ მეთოდებს მოიცავს. მასწავლებლებს ვურჩევდით, გამოცდაზე არ გასვლის შემთხვევაშიც კი, წაიკითხონ და გაეცნონ ამ კრებულს, რათა შემდგომ მუშაობის პროცესში ეს ცოდნა გამოიყენონ და თავიანთ საქმიანობაში უფრო წარმატებულნი იყვნენ. გარდა ამისა, ასევე გამოცემულია კრებული „ეფექტიანი სწავლება – თეორია და პრაქტიკა“, სადაც სხვადასხვა სწავლების მეთოდზეა ყურადღება გამახვილებული. შესაძლებელია, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის საგულისხმო საერთაშორისო კვლევათა მონაცემებიც იყოს, რადგან ამ კვლევებში სწორედ დაწყებითი საფეხურის, IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ეს ყოველივე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.

11 /04/ 2011
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჟურნალი

ნომრის სპონსორია საქართველოს უნივერსიტეტი