სიახლეების გამოწერა

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა პროფესიულ უნარებში

სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მზადების პროცესში პედაგოგთა ხელშეწყობის მიზნით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2008 და 2010 წელს გამოსცა ორი კრებული ,,როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის – პროფესიული უნარები". ორივე კრებული მოიცავს ტესტურ დავალებათა ნიმუშებსა და რეკომენდაციებს. პირველ კრებულში ტესტური დავალებების გარდა, დანართის სახით წარმოდგენილია სტანდარტით განსაზღვრული სწავლებისა და განვითარების თეორიების ძირითადი დებულებები. ორივე კრებულის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.
ამჯერად ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია 2011 წლის პროფესიული უნარების სასერტიფიკაციო ტესტში შესული ცვლილების შესახებ.


21 /06/ 2011
ვიდეო